გუნდმა “თუთარჩელამ”ვორქშოფი გამართა

რუსთავის ცენტრალურ პარკში გუნდმა “თუთარჩელამ”ვორქშოფი გამართა. ღონისძიებაში მონაწილეობა “თუთარჩელას” წევრებთან ერთად, რუსთაველმა ახალგაზრდებმაც მიიღეს.

მათ შესაძლებლობა მიეცათ ქართული და მსოფლიო ხალხთა მუსიკა შეესწავლათ. მსგავსი ტიპის ღონისძიებას “თუთარჩელა” ყოველ შაბათს გამართავს.

აღსანიშნავია, რომ პარკში, ამფითეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, 15 მაისს ვორქშოპთან ერთად, “თუთარჩელას ” ქალთა ანსამბლი მცირე კონცერტს გამართავს.