მეგობრობის გამზირისა და მერიის მოედნის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა რუსთავში, მეგობრობის გამზირისა და მუნიციპალიტეტის მერიის წინ მდებარე მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა.

დოკუმენტაციის თანახმად, წინადადებების მიღება 25 მაისს სრულდება.

სატენდერო პროცედურების დასრულების შემდეგ აღნიშნული ლოკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოები  დაიწყება.

შეგახსენებთ, მეგობრობის გამზირისა და მერიის წინ მდებარე მოედნის რეაბილიტაცია სახელმწიფო პროგრამის “განახლებული რეგიონების“ ფარგლებში განხორციელდება. პროექტი 2023 წლამდე უნდა დასრულდეს