იოსელიანი: მგონია, რომ საბოლოო ჯამში, ენმ-ს წევრების დიდი ნაწილი შემოვა პარლამენტში

მგონია, რომ საბოლოო ჯამში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დიდი ნაწილი შემოვა პარლამენტში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

„პირველი თავდასხმისა და კრიტიკის ობიექტი გავხდით მხოლოდ იმიტომ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ იყვნენ ადამიანები, ჯერ კიდევ სულ თავიდან, არჩევნების შემდგომ, რომლებიც თვლიდნენ, რომ პარლამენტში შესვლა იყო სწორი გადაწყვეტილება. ჩვენ ამაზე პირველებმა დავიწყეთ საუბარი, დღეს ეს ყველაფერი დადასტურდა. ვინც მაშინ მომხრე იყო, დღესაც ეს ადამიანები ამბობენ, რომ უნდა შევიდნენ პარლამენტში, ხოლო ვინც მაშინ პარლამენტში შესვლის წინააღმდეგი იყო, დღესაც ის ხალხია წინააღმდეგი „ნაციონალურ მოძრაობაში“. მგონია, რომ საბოლოო ჯამში, სრულად თუ არა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დიდი ნაწილი შემოვა პარლამენტში და გააგრძელებს პარლამენტში საქმიანობას“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.