მელია: დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ, ყველა გულშემატკივარს

პრაქტიკულად სახურავიდან გადმომაძვრინეს, რომ ეს აურზაური მომხდარიყო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ რუსთავის საპატიმრო დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

როგორც მელიამ აღნიშნა, წვრილმანებშიც კი ჩანს ხელისუფლების ბუნება.

„ძალიან ვწუხვარ, რომ ეს აურზაური მოხდა. არ ვიცი, ემელენტარული საკითხი იყო. იმ პრობლემებთან შედარებით, რაც ქვეყენაში მოსხლეობაში აწუხებს, ეს რა მოსატანია, მაგრამ ეშმაკი დეტალებშია. პრაქტიკულად სახურავიდან გადმომაძვრინეს, რომ ეს აურზაური მომხდარიყო. არ მიიღოს ციხის ადმინისტრაციამ საკუთარ თავზე, მაგრამ როგორც ჩანს, ეს დავალება ჰქონდათ. ბუნება ჩანს ამ ხელისუფლების წვრილმან დეტალშიც კი, რასაც ამხელა გაუგებრობა მოჰყვა“, – განაცხადა მელიამ.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, რუსთავის ციხეში ბევრი პოლიტიკური პატიმარია და მათ გათავისუფლებას უსურვებს.

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, პროცესში ჩართულ ყველა მხარეს მადლობა გადაუხადა.

 “ამ ციხეში, რომელშიც მე გახლდით, ძალიან ბევრი პოლიტიკური პატიმარია, მათ ვუსურვებ განსაკუთრებით გათავისუფლებას. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, თქვენ ყველა გულშემატკივარს, ვინც გულით გულშემატკივრობთ ქვეყანაში სტაბილურობას, სტაბილურობას არა რეჟიმის ფარგლებში, არამედ ნორმალური ცხოვრების ფარგლებში სტაბილურობას. მადლობას გადავუხდი კარლ ჰარცელს, მისი ღვაწლი და მონდომება, ძალისხმევა ამ პროცესში დიდია, მადლობას ვუხდი მას, როგორც დიპლომატს, ამას აქვს მიზეზები, რატომაც ხაზს ვუსვამ, მადლობა ამიტომ კარლ ჰარცელს.

მადლობა ეკუთვნის პრეზიდენტ მიშელს, იმ კონტრიბუციისთვის, რომელიც შეიტანა მნიშვნელოვან პროცესში. მადლობა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო გადავუხადო ჟიგიმანტას პავილიონისს. ეს არის ადამიანი ლიეტუვის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე,  რომელმაც გადაჭარბების გარეშე გამოაღვიძა საერთაშორისო საზოგადოება და მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად მიჭირდა, ჩამოვიდა საქართველოში და მოვიდა ენმ-ს ცენტრალურ ოფისში სოლიდარობის გამოსაცხადებლად და ამის შემდეგ უზარმაზარი შრომა გასწია საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია რომ ყოფილიყო. რომ არა პავილიონისი, არამგონია ეს შედეგი დამდგარიყო”-განაცხადა ნიკა მელიამ.