11 მაისს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 მაისს 10:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში თაზაქენდი, კალინინო, ბირლიკო, ბოტანიკა და მიმდებარე სოფლებში; 10:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ყარაჯალარი, ველი, გაჩიანი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში აზიზკენდი, ალგეთი, თაზაქენდი, ლეჟბადინი, ბაიდარი, კესალო და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში წყლულეთი, პირველი შამთა, ღვევი, მანგლისი, ორბეთი და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.