მელია: პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით, ხვალიდან გაიმართება კონსულტაციები

„პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით, კონსულტაციები ხვალიდან გაიმართება . პირველ რიგში, რა თქმა უნდა, იგეგმება ბლოკ „ნაციონალური მოძრაობის“ ფარგლებში, პარტიაში, მეგობრებთან შეხვედრები. ასევე არასამთავრობო პარტიებთან, მათ წარმომადგენლებთან, იმ პარტიებთან, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ“, –  ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რომელმაც რუსთავის საპატიმრო დაწესებულება რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

როგორც ნიკა მელია ამბობს, საბოლოო გადაწყვეტილებას დრო დასჭირდება, რადგან პარტიაში საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციებია. 

„არაერთი დღე დასჭირდება, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ. დანამდვილებით ვიცი, რომ პარტიაში, ამ საკითხთან დაკავშირებით, განსხვავებული პოზიციებია. გარდა იმისა, რომ პარტიის წევრებთან, რომელთაც ჩემი ოჯახის წევრებად მივიჩნევ, ვაპირებ ამ საკითხების დეტალურად გავლას, ყველა ჩემს კოლეგას უნდა დაველაპარაკო და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღო გადაწყვეტილება, ბლოკ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად. ახლა ცალსახა პასუხს ვერ გეტყვით. ბუნებრივია, მეც მაქვს ამბივალენტური დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხზე. მგონია, რომ გადაწყვეტილება პრაგმატული და რაციონალური უნდა იყოს“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.