როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში დღეს? 

15 მაისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვაც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 6-7 გრადუსით დაიკლებს.

რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში 15 მაისს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +28, +30 გრადუსი იქნება.