საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. სოფელ ჩაილურთან ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი, “ოპელის” მარკის ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა. ერთი პირი ადგილზევე გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაშავდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული მგზავრები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანა, მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.