საკალათბურთო კლუბმა “რუსთავმა” “თსუ”-ს მოუგო

საკალათბურთო კლუბი „რუსთავი“ სუპერლიგის ნახევარფინალში გავიდა. ანატოლი ბოისას შეგირდებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი მეორე შეხვედრაშიც დაამარცხეს და შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვეს.

პირველი მატჩის მსგავსად, „თსუმ“ ძალიან კარგად დაიწყო და თავიდანვე სოლიდური უპირატესობა მოიპოვა, თუმცა რუსთაველებმა მეორე ნახევარში ჩამორჩენა შეამცირეს და შეხვედრა დამაჯერებელი სხვაობით მოიგეს – 96:88.

ნახევარფინალში „რუსთავის“ მეტოქე თბილისური გუნდების „კაკტუსისა“ და „ვერას“ შორის საუკეთესო იქნება.