რა პროექტი დაიგეგმა დმანისში პროგრამის “განახლებული რეგიონები” ფარგლებში

პროგრამა “განახლებული რეგიონების” ფარგლებში, დმანისში თავისუფლების ხეივანისა და წმინდა ნინო ქუჩის N41-54 მიმდებარე სივრცეს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

ამის შესახებ გადაწყვეტილება სპეციალურად შექმნილმა კომისიამ მიიღო, რომელმაც დღეს პროექტებზე ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში იმსჯელა. 

კომისიის სხდომას ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, მინისტრის მოადგილეები და რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

პროექტი, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით განხორციელდება.