ტოკიოში ტყუპი პანდების დაბადებამ რესტორნების აქციების ღირებულება გაზარდა

ტოკიოს ზოოპარკში ტყუპი პანდები დაიბადა. შედეგად, ახლომდებარე ორი იაპონური რესტორნის აქციების ღირებულება მკვეთრად გაიზარდა.

ტოკიოს ჩინური რესტორნის Totenko-ს აქციების ღირებულება 10%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ზოოპარკმა განაცხადა, რომ მისმა გიგანტურმა პანდამ, შინ შინმა, ტყუპები გააჩინა. Seiyoken კიდევ ერთი ახლომდებარე რესტორნების ქსელია, რომელიც 7,4%-ით გაიზარდა. ვაჭრობის მოცულობა კი სულ მცირე 10-ჯერ მეტია, ვიდრე საშუალო სამთვიანი მაჩვენებელი.

პანდემიის გამო ზოოპარკში ვიზიტი საჭიროებს დაჯავშნას, ვიზიტორების რაოდენობა დღეში 2,000-ით შემოიფარგლება. პანდები ზოოპარკის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა და შინ შინისა და რიის ქალიშვილი რი სიანგ სიანგი, რომელიც ოთხი წლის გახდა, ზოოპარკის ერთ-ერთი მთავარი მიმზიდველობაა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: შოკო ოდა

ბიზნესფორმულა.