ფილიპინების პრეზიდენტი ციხით ემუქრება მათ, ვინც ვაქცინაციაზე უარს ამბობს

ფილიპინების პრეზიდენტი, როდრიგო დუტერტე მოქალაქეებს, რომლებიც კორონავირუსის ვაქცინებზე უარს ამბობენ, ციხით ემუქრება. ქვეყნის ლიდერი ამ გზით იმუნიზაციის პროცესის დაჩქარებას და დელტა ვარიანტის გავრცელების თავიდან არიდებას ცდილობს.

“თუ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც არ არის ვაქცინირებული და პოტენციურად ხართ გამავრცელებელი, იმისათვის, რომ ხალხი დავიცვათ, მომიწევს ციხეში გამოგამწყვდიოთ”,- განაცხადა დუტერტემ.

პრეზიდენტმა ასეთი ადამიანების სიის შედგენა სოფლის ლიდერებს დაავალა.ამავდროულად ფილიპინების პრეზიდენტი ძალაში ტოვებს სახის დამცავი ფარების გამოყენების ვლდებულებას.

“პირველმა ტალღამ ნამდვილად ამოწურა მთავრობის რესურსი. კიდევ ერთი ასეთის გადატანა დამღუპველი იქნება ამ ქვეყნისთვის. ამიტომაც რაც უფრო მკაცრი ხარ, მით უკეთესი”,- ამბობს დუტერტე.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ანდრეო კალონცო