“ნამახვანჰესის” საპროტესტო აქციაზე დაკავებული დავით ხუციშვილი გაათავისუფლეს

“ნამახვანჰესის” საპროტესტო აქციაზე დაკავებული რუსთაველი მამაკაცი გაათავისუფლეს. TV4-ის ინფორმაციით, ქუთაისის რაიონულმა სასამართლომ დავით ხუციშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.სასამართლო პროცესი დღეს ჩატარდა.

შეგახსენებთ, სამართალდამცველებმა დათო ხუციშვილი 10 ივნისს დააკავეს.

უწყება მას საპროტესტო აქციაზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფი პოლიციის თანამშრომლის მიმართ თავდასხმას და ფიზიკური შეურაცხყოფას ედავებოდა.

19 ივნისს რუსთავში, მხარდასაჭერი აქციაც გაიმართა. აქციის მონაწილეები დათო ხუციშვილის გათავისუფლებას ითხოვდნენ.