ფოთში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ფოთში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. 23 წლამდე წლის ბიჭს ჭრილობა ცივი იარაღით, მუცლის არეში აქვს მიყენებული.

დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა სენაკის ერთ-ერთი კლინიკაში გადაიყვანა.  ექიმების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებული არვინ არ არის.