30 ივლისიდან, ისრაელის მოქალაქეებს საქართველოში გამგზავრება ეკრძალებათ

ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, 30 ივლისიდან საქართველო “წითელი” ქვეყნების სიაში შედის. გამონაკლისი შემთხვევების გარდა, საქართველოში გამგზავრება ისრაელიდან ნებადართული აღარ იქნება.

“აღნიშნული სტატუსის გადახედვა მოხდება ყოველკვირეულად და საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში, შესაბამისი შეზღუდვები შემცირდება, ან მოიხსნება” – აცხადებს ისრაელში საქართველოს საელჩო.