რუსთავში მასობრივი იმუნზაციის ცენტრი ერთ-ერთი სკოლის დარბაზში მოეწყობა, -ამის შესახებ TV4-ს რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ბეგაშვილმა განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, შერჩეულია სკოლა, რომელიც ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით მოთხოვნებს აკმაყოფილებს, ადგილზე უკვე დამონტაჟებულია გაგრილების სისტემა და უახლოეს დროში ექსპერტების შეფასების საფუძველზე, ცენტრი ამოქმედდება.