ქვემო ქართლში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 16 ფაქტი გამოვლინდა[ფოტო]

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 16 ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდარღვევები გამოვლენილია ქალაქ რუსთავში და მის მიმდებარედ, ასევე მარნეულის, წალკის, თეთრიწყაროსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში.

სამართალდარღვევებიდან 4 არასახიფათო მუნიციპალური ნარჩენის ღია წესით წვის ფაქტია. 12 კი – ნარჩენებით (მათ შორის, პლასტმასის ნარჩენებით, ავტომობილის საბურავებით, სიგარეტის ნამწვით, მუნიციპალური და სამშენებლო ნარჩენებით) გარემოს დაბინძურების ფაქტი.

უწყების ცნობით,  სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.