ჩხოროწყუში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, სოფლების ნაფიჩხოვოსა და ჭოღას მიმდებარედ, გუშინ გვიან ღამით, ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.