გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მიწის ნაყოფიერი მოხსნის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნის ფაქტი გამოავლინეს.

მოქალაქემ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ახალი სამგორის მიმდებარედ, 60 კვადრატულ მეტრ ფართობზე, ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე, უკანონოდ მოჭრა მიწის ნაყოფიერი ფენა.

სამართალდამრღვევის მიმართ შედგა შესაბამისი აქტი.