დავით გარეჯის ქუჩა N2ა-ში მცხოვრებლებს ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემათ

დავით გარეჯის ქუჩა N2ა-ში მცხოვრებ მოქალაქეებს, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართები საკუთრებაში პირდაპირი გზით, სიმბოლურ ფასად გადაეცემათ.  საკითხი რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განიხილეს და დადებითად გადაწყვიტეს.

როგორც მომხსენებელმა, მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა ნინო სოსოელიამ განაცხადა, ამ ფართების საკუთრებაში გადაცემის ხელშეწყობის მიზნით, რუსთავის მერია სხვადასხვა პროცედურებს ახორციელებს. პროცედურების დასრულების შემდეგ, ფაქტობრივ მფლობელებს ფართები საკუთრებაში პირდაპირი გზით სიმბოლურ ფასად გადაეცემათ.

სხდომაზე დეპუტატებმა განიხილეს და მხარი დაუჭირეს, რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში „ნიჩბოსანთა კლუბი-რუსთაველების“ მიერ 589 კვ.მ ფართის სარდაფის გადმოცემის საკითხს.

საკრებულოს სხდომის ფარგლებში, დამტკიცდა 21-ე მიკრორაიონში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციაც.