ნიჩბოსანი ალექსანდრე წივწივაძე მსოფლიო ჩემპიონია

პორტუგალიაში მიმდინარე 23 წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა ნიჩბოსანმა ალექსანდრე წივწივაძემ ოქროს მედალი მოიპოვა.

ალექსანდრემ 500 მეტრ დისტანციაზე ფინალში მაღალ დონეზე იასპარეზა და 1:55.30 წუთში პირველმა მიაღწია ფინიშამდე.

მეორე იყო რუსი მაქსიმ კარატაევი, რომელიც ჩვენიანს 0.27 წამით ჩამოჩა, ხოლო მესამე ადგილზე მოლდოველი მიჰაი ჩიჰაია გავიდა.