რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის შახტაში ცეცხლი გაჩნდა

რუსთავში, მე-14 მიკრორიაიონის 48-ში, ლიფტის შახტაში ცეცხლი გაჩნდა. როგორც ადგილიდან ტვ4-ის ჟურნალისტი იუწყება, ცეცხლის ლიკვიდირება დროულად მოხდა. ადილზე მცირე დაკვამლიანება იყო.

შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო და პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.