მდინარე აჭყვაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ქობულეთში, მდინარე აჭყვაში 70 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, 70 წლის მამაკაცი გუშინ სახლიდან საქონლის მოსაძებნად გავიდა და არ დაბრუნებულა.

ადგილზე სამართალდამცავები და სამაშველო სამსახურების თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.