გაჩიანის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია[ვიდეო]

რუსთავთან ახლოს, გაჩიანის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები TV4-ის გადამღებმა ჯგუფმა გამოიძახა.  მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება დროულად შეძლეს, ამ დროისთვის ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არის.

ცეცხლი ტერიტორიაზე დაყრილ საბურავებს გაუჩნდა. ძლიერი დაკვამლიანება ქალაქიდანაც შეინიშნება. ზედამხედველობის სამსახური ადგილზე ჯერჯერობით არ მისულა.