დღეიდან საქართველოში ბავშვების ვაქცინაცია იწყება

დღეიდან საქართველოში ბავშვების ვაქცინაცია იწყება. კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას, იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე მხოლოდ რისკჯგუფში მყოფი, ქრონიკული დაავადებების მქონე მოზარდები შეძლებენ. აცრის გაკეთება საბჭომ 12-15 წლამდე ბავშვებში დაუშვა.

მოზარდებს მხოლოდ ,,ფაიზერის” ვაქცინით აცრიან.

,,12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში აცრის რეკომენდაციას გავცემთ მხოლოდ ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებისთვის ამ ეტაპზე. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ბევრმა ქვეყანამ უკვე დაიწყო ფართო ვაქცინაცია ამ ასაკობრივ ჯგუფში, ჩვენ პირველ ეტაპზე შევჩერდით მხოლოდ ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებზე”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.