დღეიდან საქართველო დიდი ბრიტანეთის “წითელ სიაში” აღარაა

დღეიდან, 11 ოქტომბრიდან, საქართველო დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმის “წითელ სიაში” აღარ არის.

სალეჩოს ინფორმაციით, საქართველოდან მიმავალი ყველა პირი ბრიტანეთის (მხოლოდ ინგლისის) ტერიტორიაზე შესვლას შეძლებს სრული ვაქცინაციის შემთხვევაში (მხოლოდ ბრიტანეთის მიერ აღიარებული ვაქცინით) – Pfizer და AstraZeneca.

გამგზავრებამდე მათ უნდა შეასრულონ შემდეგი პირობები:

  • ბოლო 48 საათის განმავლობაში მგზავრის ადგილსამყოფელის ფორმა (locator form) შევსება;
  • ჩასვლიდან მე-2 დღეს გასაკეთებელი PCR ტესტის დაჯავშნა;
  • ჩასვლის შემდეგ ბრიტანეთი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისაგნ ითხოვს მეორე დღეს PCR ტესტის გაკეთებას;

თუ სრულად ვაქცინირებული არ ხართ, გამგზავრებამდე უნდა წარადგინოთ:

  • ბოლო 72 საათის განმავლობაში „PCR“ ტესტის გაკეთება საზღვარზე ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის მიზნით
  • ტესტირების სამგზავრო პაკეტის შეძენა, რაც მოიცავს თვითიზოლაციის მე-2 და მე-8 დღეს გასაკეთებელი ტესტების დაჯავშნას
  • ბოლო 48 საათის განმავლობაში მგზავრის ადგილსამყოფელის ფორმა (locator form) შევსება 10-დღიანი თვითიზოლაციის გავლის მისამართის მითითებით

    არასრულად ვაქცინირებულები ჩასვლის შემდგომ 10-დღიან იზოლაციაში გადავლენ წინასწარ მითითებულ მისამართზე, თვითიზოლაციის მე-2 და მე-8 დღეს კი PCR ტესტს გაიკეთებენ.