როგორ გადანაწილდა მანდატები რუსთავის საკრებულოში – პირველი ტურის საბოლოო შედეგები

რუსთავის N20-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგები საბოლოოდ შეაჯამა.

როგორც ცნობილია, პროპორციული წესით საკრებულოში 28 მანდატი არის გათვალისწინებული. შესაბამისად, საოლქო პროპორციული ოქმის საფუძველზე მანდატები ასე გადანაწილდა:

13 მანდატი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”

12 მანდატი “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”

3 მანდატი “გახარია საქართველოსთვის”. 

რაც შეეხება 7 მანდატს, რომელიც მაჟორიტარული წესით არის გათვალისწინებული, ასე გადანაწილდა:

3 მანდატი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”

3 მანდატი “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”

ვინ მოიპოვებს მაჟორიტარული წესით გათვალისწინებულ მეშვიდე მანდატს ამას შესაბამის ოლქში ჩატარებული მეორე ტური გადაწყვეტს.

რუსთავის მასშტაბით მეორე ტური ერთ, მეექვსე მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდება, სადაც კენჭისყრაში მონაწილეობას ორი კანდიდატი მიიღებს.

მეექვსე მაჟორიტარულ ოლქში ერთმანეთის კონკურენტები “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილი კანდიდატი გრიგოლ ვეფხვაძე და “გახარია საქართველოსთვის” კანდიდატი ერეკლე დოლიძე იქნებიან.

მიუხედავად იმისა, რომ ნომერ მეოცე საოლქო საარჩევნო კომისიაში 2 ოქტომბრის საბოლოო შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით არცერთი საჩივარი არ დაწერილა, ოქმში შეტანილ მონაცემებს არ დაეთანხმა კომისიის ორი წევრი, მათ შორის ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და პარტია ლელოს წარმომადგენელი.