როდის გამოიდარებს საქართველოში – ამინდის პროგნოზი

13 ოქტომბრამდე დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობ რაიონებში დღის საათებში +20, +25 გრადუსის ფარგლებში იქნება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოში 10 ოქტომბრამდე შენარჩუნებული იქნება ღრუბლიანი და შედარებით ცივი ამინდი. ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. 10 ოქტომბრიდან გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა +16, +21 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში 8-9 ოქტომბერს შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა დღისით 12, +14 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 10 ოქტომბრიდან გამოიდარებს და +17 +19 გრადუსამდე დათბება.