“საბოლოო გამარჯვებამდე დარჩა ერთი თვე” – დავით კირკიტაძემ ბრიფინგი გამართა[ვიდეო]

“საბოლოო გამარჯვებამდე დარჩა ერთი თვე, ეს არ იქნება პოლიტიკური პარტიის ან პერსონის გამარჯვება, ეს იქნება რუსთაველების გამარჯვება” – ამის შესახებ რუსთავის მერობის კანდიდატმა გაერთიანებული ოპოზიციიდან, დავით კირკიტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კირკიტაძემ თანაგუნდელებთან ერთად, ბრიფინგი რუსთავის მთავარ მოედანზე გამართა და არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, ოპოზიციის გეგმებზე ისაუბრა.

“ჩვენ 5  სექტემბერს შევიკრიბეთ და დავიწყეთ წინასაარჩევნო კამპანია რუსთავის გამარჯვებისთვის. რუსთაველებმა და რუსთავმა უთანასწორო ბრძოლაში ხელისუფლებასთან გაიმარჯვეს. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც მოვიდა საარჩევნო უბანზე და გააკეთა არჩევანი.

კარგად მოგეხსენებათ, რომ რუსთავში ოპოზიციამ ხმების 64% მიიღო, “ქართულ ოცნებას” რუსთაველების მხრიდან ეთქვა უარი, მათ 36%-ის დაგროვება დიდი ძალისხმევით და გაყალბებით შეძლეს. საბოლოო გამარჯვებამდე დარჩა ერთი თვე. ეს არ იქნება პოლიტიკური პარტიის ან პერსონის გამარჯვება, ეს იქნება რუსთაველების გამარჯვება და არ ვაპირებ, როგორც ეს აქამდე ხდებოდა და ჰქონდა მავნე ტრადიცია “ქართuლ ოცნებას”,  ეს ქალაქი და ქალაქის მოსახლეობა დავყო პოლიტიკური ნიშნით.ჩვენი გეგმა ეხება ყველა რუსთაველს, რუსთაველ ოჯახს.

ხუთ სექტემბერს წარმოგიდგინეთ  100 დღიანი გეგმა და დღეიდან, ჩვენი თანამებრძოლები, რუსთავის საკრებულოს წევრები დაიწყებენ რუსთაველებისთვის გაცნობას ამ პროგრამების. ყველა იმ ადამიანთან და ოჯახთან მივალთ, ვინ საჭიროებს სახელმწიფოს გვერდში დგომას.”- განაცხადა დავით კირკიტაძემ.