სარფის საბაჟოზე გადასვლის წესი იცვლება

სარფში, სამუშაო საათები გახანგრძლივდება. მოქალაქეები საზღვრის კვეთა ღამის 12:00 საათამდე შეძლებენ. ამის შესახებ თურქეთის საკონსულო იუწყება.

მათივე ცნობით, დღეიდან, საქართველოდან თურქეთში მიმავალ მოქალაქეებს შეეძლებათ სარფის საზღვარი 10:00 საათიდან 24:00 საათამდე გადაკვეთონ.

საქართველოს მოქალაქემ, რომელსაც მეზობელ ქვეყანაში წასვლა სურს, თაუნ უნდა იქონიოს:

1. საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობა

2. კოვიდპასპორტი ან PCR ტესტი

3. მოქალაქემ გამგზავრებამდე 72 საათით ადრე თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე უნდა შეავსოს ელექტრონული ანკეტა – register.health.gov.tr და მიიღოს ე.წ. HES კოდი. HES კოდი საჭიროა თურქეთში გადაადგილებისთვის.