სკოლის აუცრელი თანამშრომლები ყოველ 7 დღეში ერთხელ, ხოლო სრულად ვაქცინირებული თანამშრომლები ორ კვირაში ერთხელ გაიტესტებიან. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის ხელმოწერილ ბრძანებაშია აღნიშნული.
გამონაკლისს წარმოადგენს ის შემთხვევები, როდესაც არსებობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შუამდგომლობა ტესტირების განხორციელების შეუძლებლობის შესახებ ან დაწესებულებაში მომუშავე პირები სარგებლობენ დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელით.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ვაქცინირებულია სკოლის პერსონალის 68% და პროცესი გრძელდება.
საქართველოს მასშტაბით ონლაინსწავლების რეჟიმზე 28 977 მოსწავლეა, რაც მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 4,6%-ია.