გეგმავს თუ არა მთავრობა რეგულაციების გამკაცრებას

გეგმავს თუ არა მთავრობა რეგულაციების გამკაცრებას – ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე შეზღუდვებთან დაკავშირებით, ინიციატივები არ არსებობს.

მისი თქმით, მიუხედავად კორონავირუსის მომატებული შემთხვევებისა, სკოლის ჩაკეტვაზე მოლოდინი არ აქვთ, რადგან საგანმანათელბო დაწესებულებებში მონიტორინგი მიმდინარეობს.

„შეზღუდვებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ინიციატივები არ გვაქვს. აქედან გამომდინარე, ადგილზე ვიმსჯელებთ, რა შეიძლება იყოს მომდევნო ღონისძიება. სკოლის ჩაკეტვის თაობაზე მოლოდინი არ გვაქვს, რადგან დაავადებათა კონტროლის ცენტრთან განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს და მიმდინარეობს მონიტორინგი, ხდება კლასებისა და სკოლების დახურვა. ვთვლი, რომ ლოკალური მენეჯმენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა მოხდეს მყისიერი რეაგირება და ამის საშუალებით თავი ავარიდოთ გლობალურ ჩაკეტვებს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.