კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ მაღალია

საქართველოში კორონავირუსის 1 530 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 848 ადამიანი გამოჯანმრთელდა,  გარდაიცვალა 23 პაციენტი. დღე-ღამეში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ქვემო ქართლში “კოვიდ-19” 49 ადამიანს დაუდასტურდა. 

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 17 711 ტესტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 635 583 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 602 372 გამოჯანმრთელდა, 9 269 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 1 874 845 აცრა, დღიურად აცრილია 3 442.