თბილისში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა

ვარკეთილში აფეთქება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება ვარკეთილის ზემო პლატოზე, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

აფეთქებას ხანძარი მოჰყვა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა, მას მსუბუქი დამწვრობები აღენიშნება.

როგორც  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.