პროგრამის “დაგეგმე შენი ბიუჯეტი” ფარგლებში 10 პროექტი შეირჩა[ვიდეო]

რუსთავის მერიის პროგრამის “დაგეგმე შენი ბიუჯეტი“ ფარგლებში შემდეგ ეტაპზე 10 პროექტი გადავიდა.  აღნიშნული 10 ინიციატივიდან გამარჯვებული პროექტები 1-დან 5 ნოემბრამდე გამოვლინდება.

შერჩეული პროექტები მომავალი წლის ქალაქის ბიუჯეტში დამუშავდება. პროექტების შერჩევის პროცესში კენჭისყრასი მონაწილეობის მიღება რუსთაველებსაც შეუძლიათ, რისთვისაც მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე მითითებულ ბმულს უნდა ეწვიონ.

პროგრამის ფარგლებში, საპროექტო წინადადებების განსახორციელებლად საჭირო სავარაუდო თანხის მაქსიმალური ოდენობა თითოეული ადმინისტრაციული ერთეულისათვის  150 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

პროგრამის ბიუჯეტად 2022 წლისთვის ჯამში 1 500 000 ლარი განისაზღვრა.

პროექტი “დაგეგმე შენი ბიუჯეტი” გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერით ხორციელდება.