როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით,  უამინდობა საქართველოში 7 ოქტომბრამდე გასტანს.  საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, ნისლი და ქარის გაძლიერება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.