აშშ-ის პრეზიდენტის მოვალეობას დროებით კამალა ჰარისი შეასრულებს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უფლებამოსილებას ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს გადასცემს, ვიდრე ანესთეზიის ქვეშ იქნება კოლონოსკოპიის რუტინული პროცედურის დროს. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

„როგორც ეს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის შემთხვევაში მოხდა 2002 და 2007 წლებში და კონსტიტუციით გათვალისწინებული პროცესის თანახმად, პრეზიდენტი ბაიდენი უფლებამოსილებას მცირე ხნით ვიცე-პრეზიდენტს გადასცემს, როდესაც ის ანესთეზიის ქვეშ იქნება“, – განაცხადეს თეთრ სახლში.

აღსანიშნავია, რომ კამალა ჰარისი აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალია, რომელიც პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს.