დღეს რუსთავის ცენტრალურ პარკში რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, პროექტი “ეკომეგობრული რუსთავი” იმართება.
პროექტის ფარგლებში პარკში ელექტრო სკუტერების გამოფენა მოეწყო. ასევე მოეწყო ახალგაზრდა მხატვრების მიერ საკუთარი შემოქმედების დემონსტრირება ეკო მეგობრულ თემატიკაზე. ღონისძიებაზე სკუტერების ინდუსტრიაში მოქმედმა კომპანიებმა მოდელები წარადგინეს და დამსწრე საზოგადოებას კონსულტაციას უწევენ სკუტერების მოხმარების წესების შესახებ. ღონისძიების სტუმრებს შეეძლებათ დაათვალიერონ არტისტების ნამუშევრები, დაისვენონ სპეციალურად მოწყობილ ზონაში, მოუსმინონ მუსიკას, გადაიღონ სურათები და გაატარონ სასიამოვნო დრო.
ღონისძიებები ცენტრალურ პარკში 15:00 საათზე დაიწყო.