რუსთავში სოსო მინდიაშვილის სახელობის ღია რეგიონალური ტურნირი გაიმართა

დღეს რუსთავის ჭიდაობის ცენტრალურ დარბაზში საქართველოს დამსახურებული მწვრთვნელის, მრავლგზის ჩემპიონის სოსო მინდიაშვილის სახელობის ღია რეგიონალური ტურნირი გაიმართა.

ტურნირში მონაწილეობას იღებდა 2009-2011 წლებში დაბადებული 12 წონით კატეგორიაში მყოფი 100-ზე მეტი სპორტსმენი.  საპრიზო ადგილებზე გასული მოჭიდავეები მედლებით, დიპლომებითა და თასებით დაჯილდოვდნენ.

ასევე დაწესდა სოსო მინდიაშვილის სახელობისა და ყველაზე ტექნიკური მოჭიდავის პრიზი.