“გირჩი – მეტი თავისუფლების” რუსთავის ოფისში შეხვედრა გაიმართა

რუსთავში, გირჩი მეტი თავისუფლების ოფისში დეცენტრალიზაციასა და თვითმმართველობასთან დაკავშირებით ტრენინგი გაიმართა.

ტრენინგის მიმდინარეობისას, აქცენტები გაკეთდა რუსთავის საკრებულოსთან დაკავშირებითაც. საუბარი შეეხო ქალაქის თვითმმართველობაში მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობას.

შეხვედრას რუსთავში  ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.