რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ფილიალებში დღეს სააღმზრდელო პროცესს 950 ბავშვი ესწრება. კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების გამო, რუსთავში სამი ბაღია დახურული (N10,N25,N31). რაც შეეხება ცალკეულ ჯგუფებს, სხვადსხვა ფილიალში ჯამში 48 სააღმზრდელო ჯგუფში შეწყდა პროცესი.
კორონავირუსის შემთხვევები როგორც მოსწავლეები, ისე პედაგოგებსა და სკოლის სხვა თანამშრომლებში დაფიქსირდა ქალაქის სკოლებშიც. ამ დროისთვის სწავლების დისტანციურ მოდელზე გადასულია: N7, 8, 9, 14, 15, 16, 17, 20 სკოლები. კოვიდვირუსის გავრცელების გამო, სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდა 30 ცალკეული კლასი, ხოლო 40 კლასი საკუთარი სურვილით აგრძელებს სწავლას დისტანციურად.
როგორც ადგილობრივ რესურსცენტრში TV4-ს განუცხადეს, სკოლებში მოსწავლეების დასწრება 70%-ია.
ინფორმაციისთვის, ქვეყნის მასშტაბით, ონლაინსწავლების რეჟიმზე გადასვლის მოთხოვნა, გუშინ, 36202 მოსწავლის მშობელმა დაწერა.