რუსთავში ფეხსაცმელების საწყობში ხანძარი გაჩნდა

რუსთავში, ე.წ. სტამბულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ფეხსაცმელების საწყობში ცეცხლი გაჩნდა.

დამწვარია შენობაში არსებული საქონლის დაახლოებით, 50%. მფლობელის თქმით, ზარალი სავარაუდოდ, 10 000 ლარამდეა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები და პოლიციაა მობილიზებული.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.