რუსთავში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი თვის ბავშვი დაიღუპა. TV4-ის ინფორმაციით, ერთ-ერთ ავტომობილში 25 და 22 წლის ცოლ-ქმარი, ორ შვილთან ერთად იმყოფებოდა. ორი თვის ბავშვი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა, ოჯახის სხვა წევრები, მათ შორის მისი ორი წლის ძმა, კლინიკა “რუსთავშია” არიან გადაყვანილები.
როგორც TV4-მა გაარკვია, დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. რაც შეეხება მამას და ორი წლის ბავშვს, მათი მდგომარეობა, ჩვენი ინფორმაციით, სტაბილურია.
ერთი საათის წინ რუსთავში, შარტავას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.