ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა შარტავას გამზირზე – არიან დაშავებულები [ვიდეო]

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის არასრულწლოვნები. შემთხვევა შარტავას გამზირზე, გზაჯვარედინზე მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.  წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულებს შორის  სამი არასრულწლოვანია, მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

დაშავებულები კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანეს. TV4 დამატებით ინფორმაციას არკვევს.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. ტერიტორიაზე სამართალდამცველები მუშაობენ.

შარტავას გამზირი გადაკეტილია. ავტომობილები მხოლოდ ცალმხრივად გადაადგილდებიან.