რამდენიმე საათში დედამიწას 1 კმ სიგანის ასტეროიდი მოუახლოვდება

დედამიწას რამდენიმე საათში ასტეროიდი ჩაუვლის. ასტეროიდის სიგანე, სავარაუდოდ, 1კმ-ა.  ნასას დედამიწასთან ახლოს მყოფი ობიექტების შემსწავლელი ცენტრის ინფორმაციით, მანძილი ჩვენს პლანეტასა და ასტეროიდს შორის 1.6 მილიონი კილომეტრი იქნება. ობიექტი 76192 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს.

ასტეროიდი, რომელიც ჩვენს პლანეტას უახლოვდება, ცნობილია როგორც 7482 და ის, ნასას ცნობით, 1994 წელს აღმოაჩინეს.

არ არსებობს მოლოდინი, რომ ასტეროიდი დედამიწას დაეჯახება, თუმცა მომდევნო 2 საუკუნის პროგნოზით, ეს არის ყველაზე ახლოს მყოფი ასტეროიდი.

ხოლო თუ ასეთ შორ მანძილზეც გსურთ ასტეროიდის დაკვირვება, მისი გადაადგილებისთვის თვალის მიდევნება ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია — პლატფორმაზე Eyes On Asteroids. ვებგვერდზე ასტეროიდი 1994 PC1 სახელით, ან 7482-ით უნდა მოძებნოთ. ეს ბმული კი კონკრეტულად ამ ასტეროიდის ადგილმდებარეობასა და მახასიათებლებს გიჩვენებთ.