9 იანვრის მონაცემებით საქართველოში სულ კორონავირუსის საწინაამღდეგო ვაქცინით 2 551 413 ადამიანი აიცრა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 297 372 ადამიანი – 18 წლის ზემოთ მყოფი მოსახლეობის 45.2%;
სრულად ვაქცინირებულია 1 167 688 ადამიანი – 18 წლის ზემოთ მყოფი მოსახლეობის 40.7%.
ასევე, “ბუსტერ” დოზა გაკეთებული აქვს 84 792 ადამიანს.
8 იანვარს – 5 001 ადამიანი აიცრა.