ქალაქის რამდენიმე მისამართზე წყლის მიწოდება შეწყდა

რუსთავში ელექტროენერგიის შეზღუდვის გამო, რამდენიმე მისამართზე ამ დროისთვის წყლის მიწოდების პრობლემა შეიქმნა.

როგორც კომპანიაში “რუსთავის წყალი” TV4-ს განუცხადეს, წყლის მიწოდების შეზღუდვა ელექტროენერგიის გათიშვას უკავშირდება. კერძოდ, მათივე ცნობით, შუქის პრობლემის გამო ავარიულად გაითიშა სათავე ნაგებობაზე არსებული მაღალი ძაბვის გადამცემი, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და დაახლოებით ნახევარ საათში მისამართებზე წყლის მიწოდება აღდგება. ამ დროისთვის წყალი არ მიეწოდება რუსთავის მარცხენა სანაპიროს ქუჩების ნაწილს. 

შეგანხსებეთ, რუსთავში ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდული იყო. ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა როგორც ქალაქის მასშტაბით აბონენტებს, ასევე გათიშული იყო რუსთავში არსებული შუქნიშნებიც.

სახელმიწიფო ელექტროსისტემაში განმარტეს, რომ ელექტორენერგიის იმპორტისას ავარიული დაზიანება მოხდა და ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზიც ეს გახდა. ამ დროისათვის პრობლემა მოგვარებულია და ელექტორენერგია უკვე აღდგენილია.