20 იანვარს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს, – ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 იანვარს 11:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში მშვიდობის, ჯავახიშვილის, აზოტის მეტალურგიული ქარხნის, მშენებელთა, ბალანჩივაძის, 1 მაისის და მიმდებარე ქუჩებზე;

12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბანში თბილსრესის, ოქტომბრის, კომისარიატის, სამედ ვურგუნიმს, სიხნოს, პროფსასწავლებლის, აღმაშენებლის, პიონერის, ნინოშვილის, ვაჟა-ფშაველა, გაგარინის და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.