ქვემო ქართლში სასარგებლო წიაღისეულით უკანონო სარგებლობის ფაქტები გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სასარგებლო წიაღისეულით უკანონო სარგებლობის 5 ფაქტი გამოავლინეს.

გარდაბნისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში მოქალაქეები სალიცენზიო ფართობს გარეთ ახდენენ ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვებას. მათ შორის, ერთ შემთხვევაში, მოქალაქემ უკანონოდ განახორციელა მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა-გადაადგილება.

სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. საქმის მასალები შემდგომი განხილვის მიზნით, გადაიგზავნა შესაბამის რაიონულ სასამართლოებში.