ქვემო ქართლში 176 შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის 5 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 24 საათში 3 044 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 48 პაციენტი. ქვემო ქართლის რეგიონში ბოლო ერთ დღეში 176 შემთხვევა აღირიცხა.

ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 55 474 ტესტი,კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,6%, ბოლო 14 დღის – 8,86%, ბოლო შვიდი დღის – 9,91%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 979 235 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 922 411 გამოჯანმრთელდა, 14 359 კი გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 588 299 აცრა, დღიურად აცრილია 9 700.